კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია 2004 წლიდან და ამჟამად საქართველოს 7 ქალაქში მოქმედებს, აღნიშნული სისტემა არსებითად ცვლის საქართველოში მანამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებულნი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირების პრინციპებსა და წესებზე.

დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის არარსებობა, რის გამოც საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი უცნობი რჩება. მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე სკოლებში არაფერი ისწავლება და ჯერჯერობით, ამ თემას არც უნივერსიტეტებში ეთმობა სათანადო ყურადღება. ამ მხრივ, ქვეყანაში ინფორმაციის აშკარა დეფიციტია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, ახორციელებს პროექტებსა და სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს, საზოგადოების ინფორმირების გზით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.