მიღება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევრების მომზადების პროგრამაზე”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევრების მომზადების პროგრამის“ მიზანია აკადემიური საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუქმნას კვლევისა და თვითგანვითარების აუცილებელი პირობები. მათ საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის რესურსებით, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებების დაგეგმვაში, მოამზადონ და წაიკითხონ საჯარო ლექციები, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნონ აკადემიური ნაშრომები და სხვა.

პროგრამის ფარგლებში კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ყოველ წელს შეარჩევს 5-8 მონაწილე სტუდენტს.

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, პროგრამაზე ცხადდება 5 ახალგაზრდა მკვლევრის მიღება. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III ან IV კურსის ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი, დაინტერესებული საჯარო სამართლის მიმართულებით;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას (რაც გადამოწმდება გასაუბრებით);
  • წარმოადგინოს ერთი ნაშრომი მაინც:  კურსის ფარგლებში დაწერილი ესე, ბლოგზე გამოქვეყნებული ნაშრომი ან სხვა.

შერჩევა ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:

  • გასაუბრება
  • წერითი გამოცდა (გამოცდის წესი დაწვრილებით იქნება განმარტებული შერჩეული კანდიდატებისთვის)

 

პროგრამაში მონაწილეობის ვადა:  1 წელი.

სამუშაო გრაფიკი: მორგებული სტუდენტის სასწავლო პროცესზე.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ ზემოთ აღნიშნული პირობების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  conlaw@iliauni.edu.ge

განცხადებების მიღების ვადები:  2018 წლის 25 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.

 

გისურვებთ წარმატებებს!