სამართალი სკოლაში

კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გავრცელება ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამა „სამართალი სკოლაში“ მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამის – „კონსტიტუცისა და დემოკრატიის“, როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტის შექმნას:

  1. იურიდიული ლიტერატურის შექმნას, რომელიც გახდება როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის დამხმარე მასალა;
  2. თბილისსა და თბილისს გარეთ, რეგიონების საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  3. შეძენილი გამოცდილების შედეგად, სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც იქნება არსებული სამოქალაქო განათლების წიგნების ალტერნატივა;

პროგრამა ცენტრის მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.

იხ.:  პროგრამის ფარგლებში მომზადებული საგაკვეთილო მასალები:

გაკვეთილი 1 – ადამიანის უფლებათა ისტორია

გაკვეთილი 2 – არჩევნები

გაკვეთილი 3 – დემოკრატიის არსი

გაკვეთილი 4 – კონსტიტუციის შესახებ 1

გაკვეთილი 4 – კონსტიტუციის შესახებ 2, მასწავლებლის სახელმძღვანელო

გაკვეთილი 5 – პოლიტიკური პარტიები

გაკვეთილი 6 – კონსტიტუცია და უმცირესობები

გაკვეთილი 7 – რელიგია და სახელმწიფო

გაკვეთილი 8 – ხელისუფლების დანაწილება

პროგრამის მონაწილეები (სამართლის სკოლის სტუდენტები):