ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის

2017 წლის 16 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ეთიკის კომისიის იმიტირებულ განხილვაში.

ამგვარი პროცესი პირველად გაიმართა, რითაც პროფესიული ეთიკით დაინტერესებულ სტუდენტებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ეთიკის კოდექსსა და საქმის განხილვის პროცესს.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თემატიკაზე იმიტირებული პროცესების სერიას და დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

მითითებულ მასალაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემპიონატის წესებს  Chavchavadze Advocacy Competition in Legal Ethics and Professionalism 


 

იმიტირებული განხილვის ფოტომასალა: