სამართალი სკოლაში

კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გავრცელება ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამა „სამართალი სკოლაში“ მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამის –  „კონსტიტუცისა და დემოკრატიის“, როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტის შექმნას:

  1. იურიდიული ლიტერატურის შექმნას, რომელიც გახდება როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის დამხმარე მასალა;
  2. თბილისსა და თბილისს გარეთ, რეგიონების საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  3. შეძენილი გამოცდილების შედეგად, სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც იქნება არსებული სამოქალაქო განათლების წიგნების ალტერნატივა;

პროგრამა ცენტრის მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.  

პროგრამის მონაწილეები (სამართლის სკოლა):

unnamed თამთა აშორტია

თემა:   კონსტიტუცია და მისი არსი

აღწერა:   საინტერესო, მრავლისმომცემი და მრავლისმომცველი

   

485627_776909172348324_3113961769185396304_n  თეონა ელიზბარაშვილი

თემა:   კონსტიტუცია და მისი არსი

აღწერა:   პროექტი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო ჩემთვის. ვისწავლე გუნდური მუშაობა.

12167910_1050481834984874_1746333218_nქეთევან კვარაცხელია

თემა:   რელიგია და სახელმწიფო

აღწერა:  მოხარული ვიქნები, თუ ეს პროექტი ბოლომდე განხორციელდება და სკოლის მოსწავლეები ჩვენ (სტუდენტების) მიერ დაწერილი წიგნით ისწავლიან მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.

image ხატია ჩხენკელი

თემა:   ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

აღწერა:   პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, სტუდენტებს, ვიმუშაოთ ჩვენი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, საინტერესო საკითხებზე სამართლის სკოლის საუკეთესო ლექტორებთან ერთად და ერთად შევქმნათ სახელმძღვანელო, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს. მიხარია, რომ მომეცა მსგავს პროექტში მონაწილეობის  შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

DSC_0035 ელენე ქიშმარია

თემა:   რელიგია და სახელმწიფო

აღწერა:   პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ და გამოვიკვლიოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები და გამოვავლინოთ წერითი უნარები.

rrერეკლე მაისურაძე

თემა:   უმრავლესობის ტირანია

აღწერა:   ეს არის პროექტი, რომელსაც შეუძლია აამაღლოს ქართული საზოგადოების მართლშეგნება.

image (1) - Copyნინო ცანავა

თემა:   რელიგია და სახელმწიფო

აღწერა:   რელიგიის როლი, დანიშნულება ზეგავლენა და მისი შედეგები დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურობის გზაზე.

11111111111111 ნათია გაბინაშვილი

თემა:   უმრავლესობის ტირანია

აღწერა:   ეს არის პროექტი, რომელიც დღეს აკეთებს კარგს , რათა ხვალ შექმნას საუკეთესო.

11660214_906019802789649_1977014498_oნინო რუსიშვილი

თემა:   ადამიანის უფლებები

აღწერა:   პირველი საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება ჩემთვის უცნობ სეგმენტში.

10697312_703291566385976_7410828008899021464_o მარი ბერაძე

თემა:   არჩევნები

აღწერა:   წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.

natiaნათია  ჯიხვაშვილი

თემა:   ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

აღწერა:   პროექტი ხელს უწყობს თვითგანვითარებას, გვიმაღლებს მოტივაციას და გვხდის შედეგზე ორიენტირებულს.

11140047_898524680203954_4770901219617316832_nსალომე კაპანაძე 

თემა:   კონსტიტუცია და უმცირესობები

აღწერა:   აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება უმცირესობებისადმი და დამანახა ცნება უმცირესობა, სრულიად განსხვავებულ ჭრილში.

4საბა ბეჭვაია

თემა:   კონსტიტუცია და უმცირესობები

აღწერა:   ამ პროექტის საშუალებით, უპირველეს ყოვლისა, გავხდი მეტად ინფორმირებული – ამ კონკრეტულ თემასთან  დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი პროექტების არსებობა იძლევა არსებული პრობლემების ღრმა ანალიზის საშუალებას.

10635765_775954339136793_909154420786940428_nნინო ლონტი

თემა:   ადამიანის უფლებები

აღწერა:   პროექტი ემსახურება მომავალი თაობის ინფორმირებას, მოცემული თემები დაეხმარება მათ სწორად აღიქვან რიგი სამართლებრივი საკითხი.

saapelacioshi me ქეთევან ქინქლაძე

თემა:   უმრავლესობის ტირანია

აღწერა:   პროექტი იყო საინტერესო.

ნათია ბლიაძე

თემა:   კონსტიტუცია და არჩევნები

აღწერა:   ჩვენს ჯგუფს ევალებოდა, აღეწერა სხვადასხვა უმცირესობების საკითხი კონსტიტუციასთან მიმართებით, განემარტა თითოეული მათგანი, ასევე ისტორია, თუ როდიდან გახდა აქტუალური ეს თემა და ა.შ.