ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები

d259f6d1ea9f45a6ed1c2c3fa9a9d324_36722-1200x400ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას, რაც კონსტიტუციის არსის, მისი დანიშნულების გააზრების საფუძველი გახდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ცდილობს, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები, რომლებიც კონტიტუციისა და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებს.

პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები არიან ჩართულნი; აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები.

ამ ეტაპე, პროგრამაში ჩართულია სტუდენტთა მეოთხე ნაკადი.

პროგრამის ხელმძღვანელია კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე.

პროგრამაზე მიღება ეტაპობრივად განახლდება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

conlaw@iliauni.edu.ge

nino.chelidze.1@iliauni.edu.ge

ან FB გვერდებზე:  https://www.facebook.com/conlawiliauni/

https://www.facebook.com/FederalistClub/