თანამშრომლები

გიორგი მელაძე 

გიორგი მელაძე – სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი 2013 წლიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი 2014 წლიდან.

მისი კვლევის სფეროებია: სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, შედარებითი კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის სამოქალაქო უფლებები, მედიის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა

გიორგი მელაძეს ადგილობრივსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფართო გამოცდილება გააჩნია. საქართველოში აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტთან და მთავრობასთან არსებულ სამართლებრივი რეფორმის ჯგუფებში საკონსტიტუციო, სისხლის სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებების და ანტიკორუფციული მიმართულებით. 2002-2003 წლებში კვლევითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, 2004 წელს კვლევითი პროექტის ფარგლებში მუშაობდა გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში Article 19, 2008-2012 წლებში, აქტიური წევრის უფლებამოსილებით, მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩოკონვენციის ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოში და მოამზადა მოხსენებები სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჰოლანდიის შესახებ. 2004 წლიდან ასწავლის საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტზე. მისი რედაქციით გამოცემული წიგნი „რელიგიის თავისუფლება“ სხვადასხვა უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტზე გამოიყენება ძირითად სახელმძღვანელოდ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების დირექტორია 2013 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია 2014 წლიდან.

 

DSC_0828 

გიორგი მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, სამართლის სკოლის ლექტორი.

მისი კვლევის სფეროა საჯარო სამართალი, კერძოდ: მუნიციპალური სამართალი, არჩევნები, სახელმწიფო მოწყობა და მმართველობა.

გიორგი მუმლაძე ჩართულია საარქივო კვლევაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

 

DSC_0826 

ალიკა კუპრავა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, სამართლის სკოლის ლექტორი.

მისი კვლევის სფეროა საჯარო სამართალი, კერძოდ: სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა და მმართველობის ფორმები.

ალიკა კუპრავა იკვლევს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.


გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, სამართლის სკოლის ლექტორი.

მისი კვლევის სფეროებია: საჯარო სამართალი, უმცირესობების უფლებები, რელიგიური გაერთიანებების უფლებრივი მდგომარეობა, სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკა.

 

ნინო ჭელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის კოორდინატორი.

ნინო კოორდინაციას უწევს ცენტრის აქტივობებს, მონაწილეობს მათ დაგეგმვასა და შემდგომ მონიტორინგში.