დირექტორის წერილი

გიორგი მელაძე

ძვირფასო მეგობრებო,

ტრადიციულად, წარმოგიდგენთ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს http://conlaw.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/konstitutsiuri-kvlevebis-tsentris-tsliuri-angarishi-2016.pdfროგორც წესი, ანგარიშს წინ უძღვის დირექტორის წერილი და ყოველ წელს, ამ წერილით, ვეხმიანებოდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ცენტრთან თანამშრომლობდა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებისას.

წელს, ძალიან ძნელია წერილის დაწერა, რადგან 2016 წელი ცენტრის ყველა თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილის წელი იყო. ტრაგიკულად გარდაიცვალა ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთი საინტერესო კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და სტუდენტების საყვარელი ლექტორი იყო. კარლო გოდოლაძის გარდაცვალებით, დავკარგეთ ერთგული მეგობარი და კარგი ადამიანი, რომელიც დაუღალავად შრომობდა, რათა სტუდენტებისთვის მუდმივად მიეწოდებინა ახალი და საინტერესო ინფორმაცია.

ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცენტრის გარშემო შეკრებილი ადმიანები ერთი დიდი ოჯახია, რომელიც მზადაა, ერთ მუშტად შეიკრას და ერთობლივი ძალებით, დაძლიოს სირთულეები. სწორედ ამ განწყობით, გვინდა, გავაგრძელოთ საქმიანობა და კვლავაც შემოგთავაზოთ არაერთი აქტივობა, რომელიც უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლის პროცესს, ჩვენს სამართლის სკოლაში.

პატივისცემით, გიორგი მელაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი